გეგმა და რეფლექსია


მუსიკის კლუბის „მხიარული ჰანგები“ გეგმა
30.09.2019 წ. – 08.06.2020 წ.

მასწავლებელი:  ეკატერინე ლიპარტელიანი
საგანი:  მუსიკა
სწავლების საფეხური: საბაზო
კლასი: VI, VII,VIII,IX კლასები
მოსწავლის რაოდენობა:   7 მოსწავლე,  კლასში არ არის სსსმ მოსწავლე
კლუბისაქტუალობა/ მნიშვნელობა: სკოლის მოსწავლეების დაინტერესება ქართული ფოლკლორით, კერძოდ ხალხური  სიმღერების პოპულარიზაცია. მოსწავლეებში სხვადასხვა სააზროვნო, გუნდური და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბება, სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოების მოსმენა-შესწავლა,ვოკალური და ტემბრული აღქმის უნარ- ჩვევების განმტკიცება,ხალხური ინსტრუმენტების გაცნობა,კომპოზიტორთა ცხოვრების და მოღვაწეობის გაცნობა, კიმომიუზიკლებისა  და მუსიკალური ანიმაციური ფილმების ჩვენება.
საგანთა შორის კავშირი: მუსიკა- ქართული ენა
წინარე ცოდნა:   მოსწავლეემა  იცნობენ ქართულ ხალხურ პოლიფონიას,ქართულ ხალხურ ჟანრებს.განასხვავებენ სხვადასხვა კომპოზიტორის ნაწარმოებებს. მღერიან მარტო და სხვებთან ერთად.
კლუბის მიზანი:
კლუბის მიზანია მოსწავლეთა საკლუბო მუშაობაში აქტიური ჩართვა, მათი ცნობიერების ამაღლება ქართული ფოლკლორის მიმართ, ქართული ხალხური სიმღერების შესწავლა და ხმებში გაშლა,პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, ვოკალური უნარ-ჩვევების
თანამშრომლობითი, აქტიური უნარ–ჩვევების, კომუნიკაციის, ლოგიკური აზროვნების, მსჯელობის, დამოუკიდებელი აზროვნების,    და კრეატიული აზროვნების   ჩამოყალიბება. ბავშვები შეძლებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეების სიმღერების გამოცნობას,ასევე სიმღერის სოლო და გუნდთან ერთად შესრულებას ,როლურად გაითამაშებენ სიმღერებს რითაც აუმაღლდებათ შემოქმედებითი უნარ- ჩვევევები  შეასრულებენ სახალისო დამოუკიდებელ სამუშაობს (კლუბის მიერ შემუშავებული პროგრამით).
მოსალოდნელი შედეგები:  ყველა შემოთავაზებული გაკვეთილი ხელს შეუწყობს  ქართული ხალხური ფოლკლორის სიღრმისეულ გაცნობას და მოსწავლეთა ვოკალურ განვითარებას. მათ ასევე ჩამოუყალიბდებათ არა-ვერბალური (აუდიო-ვიზუალური) კომუნიკაციის უნარ-ჩვევები,დამოუკიდებელი აზროვნების,შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნების უნარ-ჩვევები, მოხდება მოსწავლეთა ინტერესების შეძლებისდაგვარად გათვალისწინება და დაკმაყოფილება.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები:
შედეგების ინდექსი
1. მიმართულება: შემოქმედებითობა და პრაქტიკა
ცნებები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:
მელოდია

რიტმი და მეტრი

ჰარმონია
ჟანრი 
ფორმა

მუს.საბ.1.
სხვადასხვა რიტმული, ინტონაციური ფორმულებისა და სხვა მუსიკალური ელემენტების გამოყენება იმპროვიზაციის დროს;
მუს.საბ.2.
მარტივი მუსიკალური ფორმებით, საკუთარი ან სხვისი მუსიკალური მასალით  მხატვრული იდეის გადმოცემა;
მუს.საბ.3.
სხვადასხვა სიმბოლოს გამოყენებით კომპოზიციების  ჩაწერა.

2. მიმართულება: მუსიკის აღქმა კონტექსტში

მოსწავლემ უნდა შეძლოს:
მუს.საბ.4
ნაწარმოების მოსმენისას მუსიკის გამომსახველობითი ხერხების ამოცნობა და მხატვრული სახის შექმნაში  მათი როლის განსაზღვრა;
მუს.საბ.5.
აკადემიური და ხალხური მუსიკის ნიმუშებში მხატვრული კონცეფციის  განსაზღვრა.


1.    თავისუფალი დრო  (კონცერტი, მუსიკა, კინო, სპორტი, საყვარელი საქმიანობა და სხვ.);
2.    ყოველდღიური ყოფა (დღის რეჟიმი, ყოველდღიური საქმიანობები - ჭამა, ჩაცმა, მეცადინეობა, სპორტზე/მუსიკაზე სიარული, ტრანსპორტით მგზავრობა, საყიდლებზე წასვლა და სხვ.);
3.    დღესასწაულები - (მილოცვა, ახალი წელ, შობა, დღესასწაულების კალენდარი - სეზონები და დღესასწაულები; კერძები,დეკორაციები);
4.    სასკოლო გარემო და სასკოლო საქმიანობა (სკოლის შენობა, სკოლის ეზო, საკუთარი და უცხოელი თანატოლების გაკვეთილების ცხრილი, სასკოლო საქმიანობები, საყვარელი საგანი, კლასგარეშე აქტივობები, სასკოლო არდადეგები);
5.    ბუნება და ცხოველები  (შინაური და გარეული ცხოველები, ცხოველებზე ზრუნვა);

თარიღი
შეხვედრის დრო
სამუშაო პროგრამა
(თემების დასახელება)
ხანგრძლივობა
რესურსები
პასუხისმგებელი პირი
1
30.09.2019 წ.
15:30
1.      კლუბის მუშაობის მიზნის, შედეგის გაცნობა.
2.      კლუბის წევრების სიის შედგენა.
3.      კლუბის სახელწოდების, ლოგოსა და  დევიზის შერჩევა.
4.      კლუბის მუშაობისთვის  წიგნების შერჩევა.
5.      კლუბის საჩვენებელი ფილმების შერჩევა.
6.      კლუბის ლიდერიმოსწავლის არჩევა.
7.      კლუბის წევრობის ბარათების დამზადება.
8.      ქცევის წესების შედგენა.
1სთ
ფურცელი / კალამი / კომპიუტერი /

კლუბის ხელმძღვანელი
2
22.10. 2019წ.
15 : 30
თემა: ქართული ფოლკლორი
ახალი მასალის მიწოდება
1.      ჩვენი სამშობლო საქართველო
2.      ქართული მუსიკალური ფოლკლორის ჟანრები
3.      ქართული ხალხური სიმღერის აგებულება და შესრულების  წესი.

1სთ
ფურცელი / კალამი / საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული რუკა  / დაფა / ცარცი / აუდიო-ვიდეო მასალა
გამოყენებული ლიტერატურა:ი.ჯავახიშვილის ,,ქართული მუსიკისძირითადი საკითხები“
კლუბის ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი  მოსწავლე
3
26.11. 2019წ.
15 : 30
       თემა:ქ ართული ხალხური საკრავები
ახალი მასალის მიწოდება
1.საკრავთა ჯგუფები
2.სიმღერის შესწავლა(ფანდურის თანხლებით)
    
     3.ვენის დიაგრამის საშუალებით სიმებიან საკრავთა შედარება
1სთ
სალამური  /ფანდური/კალამი /  რვეული / დაფა / ცარცი /
აუდიო ვიდეო მასალა/სიმღერის ტექსტი/
კლუბის ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი  მოსწავლე
4
17.12.2019 წ.
15 : 30
თემა:  ქართული მუსიკალური ანიმაცია
საშინაო დავალების გამოკითხვა .
1.      ქარული ანიმაციური ფილმი,, წუნა და წრუწუნა“-ს
ჩვენება(ნაწყვეტები)
2.სიმღერის შესწავლა,როლური გათამაშება
    3.სახალისო დავალება

1სთ
რვეული/ კალამი / აუდიო -ვიდეო მასალა /პროექტორი/კომპიუტერი /

კლუბის ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი  მოსწავლე
5
28.01.2020წ.
15: 30
თემა: ქართული მუსიკალური ფოლკლორის დიალექტები

1.      აღმოსავლეთ საქართველოს მთა
2.      კაფია(კაფიების შესწავლა)
3.      ფშაური,,ნანა
საშინაო დავალების მიცემა:
1.      კაფიები(ზეპირად)
1სთ
კომპიუტერი / პროექტორი / კალამი /  რვეული / საქართველოს რუკა/სიმღერის ტექსტი/გრაფიკული ილუსტრაციები პავლე ხუჭუას წიგნიდან:,,საქართველოხალხურ სიმღერებში“
კლუბის ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი  მოსწავლე
6
18.02.2020წ.
15 : 30
 გავმართოთ კონცერტი
წინარე ცოდნის განმტკიცება:
1.      მოსწავლეთა შორის კაფიობა
2.      ქართული სიმღერების რეპერტუარი
1წთ

კლუბის ხელმძღვანელი /კლუბის ლიდერი მმმმმმმოსწავლეემმ
7
30.03.2020წ.
15 : 30
თემა: დასავლეთ საქართველოს მთა

      ახალი მასალის მიწოდება:
1.      რაჭა-ლეჩხუმი
2.      სვანეთი
3.      სიმღერის შესწავლა:,,შინაორგილ(სვანური)“

1სთ
ცარცი / დაფა/ კომპიუტერი / კალამი /  რვეული / ტექსტი /მ.ალავძის: ,,ლეჩხუმური ზეპირსიტყვიერება“
კლუბის ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი  მოსწავლე
8
07.04.2020წ.
15.30
თემა: ჩემი მხარე
ახალი მასალის მიწოდება:
1.მესხეთი
2.,,მამლი მუხასა“ .
საშინაო დავალების მიცემა:
1.ჩემი ოჯახის ტრადიციები
1 სთ
 / კომპიუტერი / კალამი /  რვეული / ტექსტი /
კლუბის ხელმძღვანელი /კლუბის ლიდერი  მოსწავლე
9
19.05.2020წ.
15 : 30
ფილმი: ,,ვერის უბნის მელოდიები
საშინაო დავალების გამოკითხვა
1.      ფილმის ჩვენება(ნაწყვეტები)
2.      სიმღერების შესწავლა
სახალისო დავალება
,,რებუსები
1სთ
კომპიუტერი / კალამი /  რვეული /აუდიო-ვიდეო მასალა/რებუსები
კლუბის ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი  მოსწავლე
10

08.062020წ
15 : 30
თემა:ქართველი კომპოზიტორები

ახალი მასალის მიწოდება :
1.      გია ყანჩელის ცხოვრება დაშემოქმედება

2.      გია ყანჩელის კინომუსიკა

3.      ,,ყვითელი ფოთლები“
 4.მოსწავლეების და
კურატორი მასწავლებლის ურთიერთშეფასება
1სთ.
კომპიუტერი / აუდიო-ვიდეო მასალა/კალამი /  რვეული/ შეფასების
კითხვარი
კლუბის ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი  მოსწავლე



კლუბის რეფლექსია
კლუბი ”მხიარული ჰანგები ” ჩამოყალიბდა სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივით.კლუბს აქვს ლოგო და დევიზი:,,პირველად იყო სიმღერა.“ კლუბის აქტუალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან მშობლიურ კულტურას, ფოლკლორს, აუმაღლდებათ პატრიოტული სულისკვეთება ჩამოუყალიბდებათ სხვადასხვა  უნარები.
კლუბის მიზანია: მოსწავლეთა აქტიური ჩართვა საკლუბო მუშაობაში, გუნდური,კრეატიული აზროვნების,კომუნიკაციის, აქტიური უნარ -ჩვევების ჩამოყალიბება. მოსწავლეები შეძლებენ სიმღერას ხმებში,ასევე სოლო და გუნდურ შესრულებას, ,,იმოგზაურებენ“საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში,გაეცნობიან ქართულ კუთხურ დიალექტებსა და ტრადიციებს,რითაც მეტად შეიყვარებენ ხალხურ სიმღერებს.
  კლუბის დაარსებისთანავე მოვახდინე მოსწავლეთა ანკეტირება,რითაც ვფიქრობ შევისწავლე მოსწავლეთა ინტერესები.
  ჩემი, როგორც კურატორი პედაგოგის მიზანი იყო: დამეინტერესებინა მოსწავლეები ხალხური მუსიკით  სხვადასხვა მეთოდებითა და აქტივობებით(მაგ: ფილმის ჩვენება,სიმღერის შესწავლა მათი ინტერესებიდან გამომდინარე, სახალისო დავალებები და ა.შ)
მოსწავლეები ხალისით და აქტიურად იყვნენ ჩართული საკლუბო მუშაობაში, მონდომებით ასრულებდნენ მიცემულ დავალებებს,განსაკუთრებით მოსწონდათ ,,როლური თამაშები“და სახალისო დავალებები.მიუხედავად ამისა კლუბში თავდაპირველად თავი იჩინა დამაბრკოლებელმა ფაქტორებმა.მათ შორის: ხალხური ინსტრუმენტებიდან  ვიზუალურად გვქონდა მხოლოდ სალამური და ფანდური. მართალია გამოვიყენე ყველა ხალხური ინსტრუმენტის ილუსტრაცია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა სკოლაში გვქონოდა სხვა საჭირო მუსიკალური ინსტრუმენტებიც, რომელიც გამიადვილებდა კლუბში მუშაობისას გავსულიყავი შედეგზე.
ჩემი აზრით, კლუბში მუშაობისას გამარტივდა სხვადასხვა საფეხურების მოსწავლეებს შორის კომუნიკაცია,გამოიმუშავეს გუნდურობის უნარები,ასევე რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მოსწავლეები უფრო მეტად დაინტერესდნენ ქართული ხალხური ფოლკლორით, აუმაღლდათ პატრიოტული სულისკვეთება. გაეცვნენ ქართული   ხალხური სიმღერების აგებულებას და შესრულების წესს,ასევე განიმტკიცეს ცოდნა მუსიკალური ფოლკლორის ჟანრებზე. კლუბში ქცევის წესები მაქსიმალურად იყო დაცული. განწყობაც იყო პოზიტიური,გარემო იყო უსაფრთხო,ატმოსფერო ჯანსაღი, მოსწავლეები ერთმანეთის მიმართ იჩენდნენ  პატივისცემას, კლუბის თემების სპეციფიკიდან გამომდინარე გამოყენებული რესურსები ადეკვატურად იყო წარმოდგენილი.


  










































Комментариев нет:

Отправить комментарий

კლუბის სახელწოდება :                                           " მხიარული ჰანგები " კლუბის ლოგო : კლუ...